კამპანია – „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ გრძელდება

22/07/2020

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანია – „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ გრძელდება. კამპანიის ფარგლებში მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტოს დირექტორ ბესარიონ სიმონიშვილთან და მხარის სახელმწიფო რწმუნებულ ზურაბ ნასარაიასთან ერთად, გურიის რეგიონში, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის გადაცემული სახლები მოინახულა. ეკატერინე ტიკარაძე ეკომიგრანტებს ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში ესტუმრა. დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის სახლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, შეისყიდის. ეკომიგრანტები სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს საკუთარი სურვილის შესაბამისად არჩევენ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, უსაფრთხო გარემოში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 176 ოჯახი განსახლდა. 2020 წლის ბოლომდე კი, სააგენტო ეკომიგრანტი ოჯახებისთვის, დამატებით, 180 სახლს შეისყიდის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0