კანადა უნდა იყოს სწორედ აქ, რათა გამოხატოს საკუთარი მხარდაჭერა

05/10/2017

“პრემიერ-მინისტრ ტრუდოს სურდა როგორც მის სპეციალურ წარმომადგენელს ევროპაში პირველი ვიზიტი საქართველოში მქონოდა, ევროპის ისეთ ქვეყანაში, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი. მიზეზი გახლავთ ის, რომ როდესაც ქვეყანა გაბედულად იღებს სწორ გადაწყვეტილებებს დემოკრატიისკენ სწრაფვის მიზნით, კანადა უნდა იყოს სწორედ იქ, რათა გამოხატოს საკუთარი მხარდაჭერა“- ამის შესახებ ევროკავშირსა და ევროპაში კანადის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დიონმა თბილისში, კანადის კონფედერაციის დაარსების 150 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ღონისძიებას, რომელიც ასევე მიეძღვნა საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0