კანთის უბანში, რკინა ბეტონის არხისა და მილხიდის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

17/01/2018

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში ,კანთის უბანში, რკინა ბეტონის არხისა და მილხიდის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. რომელსაც ასრულებს ტენდერში გამარჯვებული შპს ლეგია, სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 19000 ლარს. მიმდინარე სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი მუშახელი.
სამუშაოები დაათვალიერეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ, მერის პირველმა მოადგილე გიორგი ლუკავამ და მერიის არქიტექტურის , ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა ჯემალ კვარაცხელიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0