კარალეთის, პატარა გარეჯვარისა და დიდი გარეჯვარის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა

24/02/2023

გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: კარალეთის, პატარა გარეჯვარისა და დიდი გარეჯვარის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობა იწყება. პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია ამხანაგობა ჯეისა-ს (CEYSA) თავჯდომარემ, აიდინ ჩელიქქანათმა მოაწერეს. სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია რეზერვუარების, ჭაბურღილების, სატუმბი სადგურის, მაგისტრალებისა და წყალმომარაგების ქსელების მოწყობა. პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 36 მლნ. ლარზე მეტი მოხმარდება. სამუშაოების შემდეგად ადგილობრივები 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0