კარგად არის განვითარებული ბორჯომი და ბაკურიანი, თუმცა არის მთელი რიგი მუნიციპალიტეტები, სადაც ეს პოტენციალი არ არის გამოყენებული.

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ამ უძველეს კუთხეში, სამცხე-ჯავახეთში, ახალი გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი წარვადგინეთ. ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება. მისი გამოცდილება ძირითადად პოლიციურ საქმიანობას უკავშირდება, თუმცა სამოქალაქო სფეროში მინისტრის მოადგილის პოსტსაც იკავებდა. ხშირად სვამენ კითხვას, რატომ გადადიან ძალოვანი უწყებებიდან სამოქალაქო სფეროში, ეს ბუნებრივი პროცესია, ჩვენ ერთი საზოგადოება ვართ და სადაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება იქ უნდა ვიმსახუროთ. სწორედ ამის მაგალითია ბესიკ ამირანაშვილი, ადამიანი რომელსაც აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარი და 24-საათიანი მუშაობის გამოცდილება.
ძალიან მნიშვნელოვანი კუთხეა სამცხე-ჯავახეთი. გარდა ისტორიული ღირსშესანიშნაობებისა, სოფლის მეურნეობისა და სატრანზიტო გადაზიდვების მიმართულებით განვითარების უზარმაზარი პოტენციალი აქვს, რომლის 10%-იც არ არის ათვისებული.
კარგად არის განვითარებული ბორჯომი და ბაკურიანი, თუმცა არის მთელი რიგი მუნიციპალიტეტები, სადაც ეს პოტენციალი არ არის გამოყენებული. სწორედ ამიტომ, ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ამ პოტენციალის სრულად ათვისების შესაძლებლობას მოგვცემს.
მაგალითად ახალციხე-ზარზმა-ბათუმის გზა განავითარებს როგორც ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებს, ისე დადებით გავლენას მოახდენს ბათუმსა და მაღალმთიან აჭარაზე და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
მეორე გზა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია და მალე გაკეთდება, ეს არის ბაკურიანი-ტაბაწყური-ახალციხის გზა, რომელიც, ახალციხეს კიდევ უფრო დაახლოებს დედაქალაქთან და ამასთან, საშუალებას მოგვცემს ტურისტულად განვითარდეს ულამაზესი მხარე ტაბაწყური და ახალი ტურისტული ნაკადი შეემატოს ჩვენს ქვეყანას.
მესამე, უმთავრესი მაგისტრალი, აღმოსავლეთის და დასავლეთის დამაკავშირებელი რკინიგზა, რომელიც გადის ახალქალაქზე. ეს რკინიგზა შექმნის უამრავ სამუშაო ადგილს და ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებს, არა მხოლოდ ამ რეგიონში, არამედ მთელს საქართველოში, მაგრამ განსაკუთრებით რეგიონისთვის იქნება მნიშვნელოვანი.
არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება აბასთუმანში, რომელიც არის ამ კუთხის ერთ-ერთი მარგალიტი და რომელიც უსამართლოდ იყო დავიწყებული წლების განმავლობაში. წელს, აბასთუმანი სავსეა ტურისტებით და ძალიან მალე ის გახდება ერთ-ერთი საყვარელი ადგილი, არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებისთვის, არამედ უცხოელი ტურისტებისთვისაც. მთელი ამ პოტენციალის ათვისება მოგვცემს საშუალებას, რომ სამცხე-ჯავახეთი უმდიდრესი მხარე გახდეს.

Visited 193 times, 1 visit(s) today