კარგია, რომ “რესპუბლიკელებმა” საყვედრებლად თავი არ გაიხადეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძესთვის “რესპუბლიკური პარტიის” გადაწყვეტილება არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით, მისაღებია.

“რესპუბლიკური პარტია” კარგი გამოცდილების და წარსულის მქონე პარტიაა, თან ის ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელიც უახლოვდება დასავლური ტიპის პარტიების სტანდარტებს. ასეთ პარტიას სულ ჰქონდეს წამოსაყვედრებელი, რომ შენი ხმებით არ ხარ გასული და სხვამ გაგიყვანაო, ამასაც თავისი მოთმინების ფიალა აქვს. ის, რომ ასე საყვედრებლად თავი არ გაიხადეს და გადადგეს ეს ნაბიჯი, კარგია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაბიჯში არის რისკი, რადგან ბარიერი შეიძლება ვერ გადალახონ მათაც, ისევე როგორც სხვა პარტიებმა, ვფიქრობ, ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის ეს ნაბიჯი უდავოდ გაჯანსაღების როლს შეასრულებს. საქართველოში თუ აღარ გვექნება მატარებლის კონსტრუქციის პოლიტიკური ძალები, სადაც ერთია ორთქმავალი და დანარჩენი – ვაგონები, ეს მისასალმებელი იქნება”, – განუცხადა prof-news-ს საყვარელიძემ.

მისი თქმით, თუ არჩევნებში “რესპუბლიკური პარტია” გადალახავს ზღვარს, შესაძლოა “ქართულ ოცნებასთან” ახალ პარლამენტში შექმნას კოალიცია.

Visited 161 times, 1 visit(s) today