კარგი შესაძლებლობაა, ქვეყანაში მოვიზიდოთ ინსტიტუციონალური ინვესტორები”

11/05/2017

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების თაობაზე გაიმართა სპეციალური სესია, რომელზეც სიტყვით გამოვიდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოში საქართველოს მხრიდან მმართველი, პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.
“საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების თაობაზე გამართული დღევანდელი პრეზენტაცია კარგი შესაძლებლობაა, ქვეყანაში მოვიზიდოთ ინსტიტუციონალური ინვესტორები” – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ისაუბრა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებზე, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის კუთხით არსებულ მკვეთრად პოზიტიურ დინამიკაზე, ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ზოგადად საინვესტიციო პოტენციალზე.
ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა სივრცითი მოწყობს კუთხით დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და მათ მნიშვნელობზე როგორც ქვეყნის სატრანზიტო, ლოგისტიკური და ტურისტული პოტენციალის სრული გამოყენების, ისე რეგიონების ურთიერთდაკავშირების და შესაბამისად, მათი ეკონომიკური განვითარების პროცესში ჩართულობის გაძლიერების მიმართულებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0