„კარიერული მხარდაჭერა თანასწორობისთვის“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

21/02/2024

ქალაქ მარნეულში სსიპ კოლეჯ „მოდუსში“, საქართველოში აშშ-ის საელჩოს პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის, „კარიერული მხარდაჭერა თანასწორობისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე, ალექსანდრე წულაძე და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ამერიკის საელჩო საქართველოში, ალან პერსელი ესწრებოდნენ. პროექტი, მიზნად ისახავს კოლეჯში და მუნიციპალიტეტში ინკლუზიური გარემოს შექმნას და კარიერული მხარდაჭერის სერვისების გაძლიერებას. „კარიერული მხარდაჭერა თანასწორობისთვის“ ფარგლებში, კოლეჯში მოეწყო საბავშვო ოთახი, რომელიც აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით. შედეგად, პროფესიულ განათლებაში ჩართული ახალგაზრდა მშობლები შეძლებენ სრულფასოვანი განათლების მიღებას.
„კარიერული მხარდაჭერა თანასწორობისთვის“, 15 თვიანი პროექტია, რომელიც მოიცავს 20 კარიერული კონსულტანტის გადამზადებას, კარიერული და პროფესიული ორიენტაციის ასევე, გოგონათა განათლებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე. პრეზენტაციას ასევე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, როინ დეკანოიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე, მერის მოადგილე, თემურ შუბითიძე, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი, თამარ ქიტიაშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილე, კახა ერაძე ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0