კასპელი პატარები განახლებულ საბავშვო ბაღებში ივლიან

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კასპში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით რეაბილიტირებული საბავშვო ბაღები დაათვალიერა. 2014-2016 წელს ქალაქ კასპში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 26 ბაგა-ბაღს. პროექტის ფარგლებში ამორტიზებული და მწყობრიდან გამოსული საბავშვო ბაღის შენობები გარემონტდა, მოეწყო სასადილო ოთახები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სველ წერტილებს, ყველა საბავშვო ბაღში დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. კასპის ბაგა-ბაღების რეაბილიტაციაზე ჯამში 1 391 912 ლარი დაიხარჯა. შესრულებული სამუშაოების შედეგად, 2016 წელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საბავშვო ბაღში კასპში მცხოვრები 1572-მდე აღსაზრდელი დადის. მაშინ როცა, 2013 წლამდე, მუნიციპალურ ამორტიზებულ ბაგა-ბაღებში მხოლოდ 1040 ბავშვი დადიოდა.

Visited 177 times, 1 visit(s) today