კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება

28/02/2024

კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ბარნაბიანთკარში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. პროექტის მიხედვით 1 052 გრძივი მეტრი გზის მონაკვეთი მოეწყობა. ამ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც ორ ფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. აღსანიშნავია, რომ მოცემული გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ცეკური“ ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0