კასპის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები და კონსულტაციები მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კასპის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, მოსახლეობასთან პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები და კონსულტაციები მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მისურაძე და სათანადო სამსახურის წარმომადგენლები სოფელ მეტეხში, ბარნაბიანთკარსა და სადგურ მეტეხის დასახლებაში იმყოფებოდნენ. ისინი ადგილზე გაეცნენ მათ საჭიროებებს და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელობასა და პრიორიტეტებზე ისაუბრეს. მოსახლეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით სოფელ მეეტხში გარე განათების ქსელი მოწესრიგდება. სოფელ ბარნაბიანთკარში მოიხრეშება შიდა სასოფლო გზები. სადგურ მეტეხის დასახლების ზედა უბანში მოეწყობა სანიაღვრე არხი, რომელიც გასულ წელს ამავე პროგრამით ქვედა ქუჩაზე მოეწყო და მას შეუერთდება. “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში აქტიურად მიმდინარეობს და მალე დასრულდება.

Visited 77 times, 1 visit(s) today