კასპში, ორი ახლად რეაბილიტირებული საბავშო ბაღი გაიხსნა

19/10/2017

ქალაქ კასპში, ორი ახლად რეაბილიტირებული საბავშო ბაღი გაიხსნა. #4 და #5 საბავშვო ბაღებმა აღსაზრდელები კეთილმოწყობილ შენობაში მიიღო, სადაც მათ ლამაზი ოთახები და მყუდრო გარემო დახვდათ.
კასპის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს სულ 10 საბავშვო ბაღი რეაბილიტირდა, რომელიც ,,რეგიონში განსახორციელებელი პროექტები“- ს ფონდიდან დაფინანსდა და 1 203 024 ლარი დაიხარჯა. ქალაქის გარდა რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფლების: ეზატის, კავთისხევის, ახალქალაქის, ახალციხეს, თელიანის, ხოვლეს, სასირეთის და ქვემო გომისსაბავშვო ბაღებს. 2014 – 2017 წლებში კასპის მუნიციპალიტეტში სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია სულ 21 საბავშვო ბაღს ჩაუტარდა.
საქართველოს მთავრობის ერთერთი და მნიშვნელოვანი პრიორიტეტი სკოლამდელი დაწესებულებების კეთილმოწყობაა. მუნიციპალიტეტში საბავშო ბაღების რეაბილიტაცია კი გაგრძელდება ვიდრე ყველა ბაღში პატარებს სათანადო პირობები არ ექნებათ -აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0