კახაბერ მახათაძემ ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

06/12/2017

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. კახაბერ მახათაძე რამდენიმე მისამართზე მივიდა, სადაც ამჟამად როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, სკვერების და ავტოსაგზაო მარეგულირებელი წრის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. რეკონსტრუქცია კვალითის დასახლებაში, მელქაძის ქუჩაზე არსებულ სკვერს უტარდება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის მიერ არის დაფინანსებული და მის მოწყობაზე 110837 ლარია გათვალისწინებული. დასრულების სტადიაშია ზაპოროჟიეს ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები. საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება. პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს და მისი ღირებულება 155 264 ლარია. წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს ქალაქის ცენტრალური შემოსასვლელის, სტაროსელსკის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელიც გამყოფი ზოლის მოწესრიგებას და მარეგულირებელი წრის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება 105 000 ლარია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0