კახა კალაძემ ამომრჩევლებს საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა

09/09/2017

კახა კალაძემ ამომრჩევლებს საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა. საბურთალოს მაჟორიტარობისთვის „ქართული ოცნებიდან“ ავთანდილ ცინცაძე, ვახტანგ შაქარიშვილი და დავით უთმელიძე იბრძოლებენ.

„როდესაც გუნდში მსჯელობა მიდიოდა და შემოთავაზება მივიღე, დაფიქრების დრო ვითხოვე. განა იმიტომ, რომ შემეშინდა და ბრძოლის მეშინია – არა. უბრალოდ ვიცოდი, თუ რამხელა ტვირთია და რა გამოწვევებია. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ თბილისელების იმედი მაქვს. მჯერა, რომ ამ ბრძოლაში მარტო არ ვარ. თქვენთან ერთად შევძლებთ ყველა იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც აქტუალურია და ქალაქს აწუხებს“, – განაცხადა მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძემ ამომრჩეველთა ყურადღება ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე და ხეების ჭრის ფაქტზე გაამახვილა.

„ნამდვილად გულდასაწყვეტია ისეთი ფაქტები, როცა გაურკვეველი ადამიანი, გაურკვეველი კომპანია, იმისთვის, რომ ჯიბე გაისქელოს და საკუთარი ბიზნესი გამართოს, ერთ-ერთ სკვერში ჩუმად შედის და ხეებს ჭრის. ეს ფაქტი სამწუხაროდ, გუშინ, თამარაშვილის ქუჩაზე მოხდა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ძალიან პრინციპული ვიქნებით – არც ერთ სკვერში, არც ერთ ბაღში, არც ერთი სტადიონის ადგილზე საცხოვრებელი კორპუსები არ აშენდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0