კახა კალაძემ, ახალ აღმაშენებელზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

20/10/2017

კახა კალაძემ, ახალ აღმაშენებელზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები, საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
„რა თქმა უნდა, ეს ნდობა არჩევნების დღეს აუცილებლად უნდა გარდაიქმნას ძლიერ მანდატად ჩვენი გუნდისთვის. მინდა ვუსურვო ჩვენ გუნდს წარმატება და უპირველეს ყოვლისა, კახა კალაძეს მინდა ვუსურვო პირველივე ტურში გამარჯვება იმისთვის, რომ თბილისი გახდეს ჭეშმარიტად სიცოცხლით სავსე ქალაქი“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
„ჩვენ თუ შევძლებთ კონცენტრირებას იმაზე, რაც გვაერთიანებს, ჩვენ ვერასდროს, ვერავინ დაგვამარცხებს. მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვისაც შევხვდი ამ საარჩევნო კამპანიის დროს, ვინც ვერ მოახერხა მოსვლა, ვინც გვისმენდა, ვინც გვგულშემატკივრობს, ვისაც ჩვენი იმედი აქვს, მინდა ჩემს მხარდამჭერებს დიდი მადლობა გითხრათ. მე შრომას მიჩვეული ადამიანი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ღირსეულად ვემსახურო ჩემ ქვეყანას, ჩემ თბილისს და თბილისელებს. ვიცი, რომ პრობლემა ძალიან ბევრია, მაგრამ ისიც ვიცი, ერთად დგომით რამდენი რამის გაკეთებაა შესაძლებელი, მე ჩვენი ერთობის იმედი მაქვს და მინდა ყველას გთხოვოთ, მობრძანდეთ არჩევნებზე და მხარი დაუჭიროთ სიცოცხლით სავსე ქალაქს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0