კახა კალაძემ თბილისის მართვის პოლიტიკის პრეზენტაცია გამართა

18/10/2017

„მერიის გამართული და ეფექტიანი მუშაობისთვის აუცილებელია ინსტიტუციური, ტექნოლოგიური, სამართლებრივი და საკადრო რეფორმების გატარება, კანონმდებლობისა და მოქმედი რეგულაციების ქალაქის განვითარების ინტერესებთან ადაპტირება, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სერვისების დანერგვა, ასევე, ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობილი ღია და გამჭირვალე საკადრო პოლიტიკის განხორციელება” – ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მართვის პოლიტიკის პრეზენტაციისას განაცხადა.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მზად არის შესაბამისი კომპეტენციის მქონე ადამიანებთან თანამშრომლობისთვის.
„მართლაც ამბიციური პროექტები გვაქვს და ჩვენ გვჭირდება ასეთი ადამიანები. მერიაშიც მუშაობს დღეს ბევრი ასეთი ადამიანი, თუმცა კარი ყველასთვის ღია იქნება, ვისაც აქვს შესაბამისი განათლება და კომპეტენცია. ჩვენ მზად ვართ ყველა მათგანთან თანამშრომლობისთვის“ – განაცხადა კახა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0