კახა კალაძემ საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ველორბოლაში მიიღო მონაწილეობა

22/09/2017

“ჩვენს ქალაქს აქვს პოტენციალი იმისა, რომ ველოსიპედით გადაადგილება იყოს შესაძლებელი. ამისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს“ – აღნიშნული განცხადება თბილისის მერობის კანდიდატმა პეკინზე მიმდინარე ველორბოლაზე გააკეთა, რომელშიც საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან, არჩილ თალაკვაძესთან ერთად მონაწილეობდა.
კახა კალაძის განცხადებით, პირადად არის დაინტერესებული ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვით და გუნდთან ერთად აქვს გეგმა, თუ როგორ განავითაროს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ქალაქში. „ჩვენს ქალაქს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი იმისა, რომ ველოსიპედით გადაადგილება იყოს შესაძლებელი. ველობილიკების მოწყობა შესაძლებელია როგორც ცენტრალურ ქუჩებზე, ისე სკვერებსა და პარკებში. ვფიქრობ, ძალიან მალე გავუწევთ ველოსიპედს პოპულარიზაციას. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა ყველა თაობისთვის და პირადად მე ვარ ამ საკითხით დაინტერესებული“ – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0