კახა კალაძემ საზოგადოებას თბილისის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებები წარუდგინა

04/10/2017

კახა კალაძემ საზოგადოებას თბილისის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებები წარუდგინა.პრეზენტაცია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში გაიმართა, რომელსაც დარგის ექსპერტები და ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კახა კალაძის განცხადებით, ეკონომიკის პოლიტიკის ძირითადი მიზანი ქალაქის ეკონომიკის მდგრადი და დინამიური განვითარებაა, რაც, თავისთავად, ხელს შეუწყობს ქალაქისა და მოქალაქეების შემოსავლების ზრდას. მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას მაქსიმალური ყურადღება ადგილობრივების დასაქმებას დაეთმობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0