კახა კალაძემ სამართლიან პაექრობაში გაიმარჯვა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კახა კალაძემ სამართლიან პაექრობაში გაიმარჯვა. მისივე თქმით, აქტივისტების მიერ მხარდამჭერების მობილიზება როგორც საქართველოში, ასევე, სხვა ქვეყნებშიც ჩვეულებრივი მოვლენაა.
„ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა არჩევნებში, როგორც საქართველოში, ისე, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. მთავარია, რომ ამ დროს არ იყოს გამოყენებული არასამართლებრივი ფორმები და მკაცრად იყო გაფრთხილებული თითოეული აქტივისტი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ბოროტად არ უნდა გამოეყენებინათ თავიანთი სადამკვირვებლო უფლებამოსილებები, მათ შორის, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოეხდინათ ისეთი ინფორმაციის აღნუსხვა, როგორიცაა, მაგალითად, პირადი ნომრები. ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ წინასწარმა შედეგებმა სოციოლოგიური კვლევის შედეგები დაადასტურა და მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატმა სამართლიან პაექრობაში გაიმარჯვა.
„იმ შედეგებმა, რომლებიც ვნახეთ წინასწარი შედეგების სახით, დაადასტურა სოციოლოგიური კვლევების შედეგები. სოციოლოგიურ კვლევებს ასახავს საბოლოო შედეგები, რომელიც არის იგივე. მათ შორის, „რუსთავი 2“ -მაც დადო სოციოლოგიური კვლევის შედეგები, და კახა კალაძეს ჰქონდა იმაზე მეტი ხმა „რუსთავი 2“-ის მიერ დადებული შედეგების მიხედვით, ვიდრე ოპოზიციურ კანდიდატებს, რაც ნიშნავდა პირველ ტურში გამარჯვებას. სოციოლოგიური კვლევის შედეგებს ზუსტად დაემთხვა ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები. კახი კალაძემ გაიმარჯვა სამართლიან პაექრობაში ამ არჩევნებში, ისევე, როგორც ყველა კანდიდატმა ქვეყნის მასშტაბით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Visited 103 times, 1 visit(s) today