კახა კალაძე არტ ფესტივალის გახსნას დაესწრო

19/10/2017

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე არტ ფესტივალის გახსნას დაესწრო. ფესტივალი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით კახა კალაძის მხარდასაჭერად გაიმართა. ღონისძიებაში ახალგაზრდა ხელოვანები და თავისუფალი სტილით მოცეკვავეები მონაწილეობდნენ.
როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ღონისძიება რამდენიმე კომპონენტისგან შედგებოდა, მათ შორის იყო გამოფენა, ადგილზე ხატვა და თავისუფალი სტილის ცეკვებში შეჯიბრი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0