კახა კალაძე რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

13/03/2017

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მის აღმატებულება რადუ ლივიუ ჰორუმბას შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას. ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული დარგებია: ვაჭრობა, ეკონომიკა, ენერგეტიკა და ტრანსპორტი.
რუმინეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებს. აღსანიშნავია, რომ რუმინეთი ევროკავშირის წევრი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებების რატიფიცირება მოახდინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0