კახა კალაძე სოფელ დიღმისა და დიდი დიღმის მოსახლეობას შეხვდა

20/09/2017

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე სოფელ დიღმისა და დიდი დიღმის მოსახლეობას შეხვდა და ქალაქის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო.
კახა კალაძე სოფელ დიღმის მცხოვრებლებს მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და კანალიზაციის სისტემის მოწყობას დაჰპირდა და განუცხადა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში პროექტის განსახორციელებლად 22 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0