კახა კალაძე IFC-ის წარმომადგენლებს შეხვდა

03/02/2017

საქართველოს ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის IFC-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორთან ბ-ნ ტომაშ ტელმასთან შეხდედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამებსა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე ასევე, ენერგეტიკის, სექტორში IFC-ის ჩართულობის მნიშვნელობაზე. საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია, რომელიც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ინვესტიციებით და საკონსულტაციო მომსახურებით საქართველოში კერძო სექტორის განვითარებას უწყობს ხელს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0