კახა კობერიძე ირანში მოქმედი გოლრიზის სამრეწველო ჰოლდინგის წარმომადგენლებს შეხვდნენ

24/01/2018

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, რუსთავის მერის მოადგილეები დავით კეკელიძე, გოჩა ლორია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით რეხვიაშვილი ირანში მოქმედი გოლრიზის სამრეწველო ჰოლდინგის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
უცხოელმა ინვესტორებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს რუსთავში განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს.
აღსანიშნავია, რომ სამრეწველო ჰოლდინგში შემავალი კომპანია შპს. ,,ბლექ სი პოლიმერსი’’ ირანში მეორადი მოხმარების პოლიეთილენისგან აწარმოებს პოლიეთერის სინთეზურ ბოჭკოს. ამ ეტაპზე ინვესტორები გეგმავენ საქართველოში დაიწყონ აღნიშნული საქმიანობა და პროდუქციის ადგილობრივ და ევროკავშირის ქვეყნებში ქართული წარმოშობის სერთიფიკატით რეალიზება. პროექტის განხორციელების შემთხვევაში საწარმოში 150-მდე ადამიანი დასაქმდება. ინვესტიციის ჯამური ღირებულება დაახლოებით 10 მილიონი ამერიკული დოლარია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0