კახა კუჭავა ბელგიის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს, ელიან ტილიოს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ბელგიის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს, ელიან ტილიოს შეხვდა
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობას საპარლამენტო დონეზე. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციაზე და დღემდე მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე. აღინიშნა საქართველოს ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალი, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა უცხოურ ინვესტიციებზე. კახა კუჭავა ბელგიის ფედერალურ პარლამენტში საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელსაც შეხვდა და მასთან მეგობრობის ჯგუფებს შორის ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეთანხმდნენ, რომ მეგობრობის ჯგუფები ერთმანეთს უახლოეს მომავალში შეხვდებიან.

Visited 30 times, 1 visit(s) today