კახა სამხარაძემ ხაშურში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხაშურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები შიდა ქართლის გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. რწმუნებული ხაშურის სპორტული კომპლექსის, №7 საბავშვო ბაღისა და ნაპირსამაგრი კედლების მშენებლობის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
ხაშურის სპორტული კომპლექსი მრავალფუნქციურია და პროექტის ღირებულება ორ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, რაც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ დაფინანსდა. სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა №7 საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც ჯამში 753 752 ლარს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ ბაღს 250 ბავშვის მიღება შეეძლება. დაბა სურამში, მდინარე სურამულაზე ნაპირსამაგრი კედლის სამშენებლო სამუშაოები კი მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება, რომლის ღირებულება 223 399 ლარია. კახა სამხარაძის თქმით სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და სამუშაოები დათქმულ ვადაში დასრულდება.

Visited 122 times, 1 visit(s) today