კახა სამხარაძე ახალციხელ ვეტერანს ოჯახში ესტუმრა

09/05/2018

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი კახა სამხარაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან ზაზა მელიქიძესთან ერთად, ქალაქ ახალციხეში მცხოვრები ვართან გუკასიანის ოჯახს ესტუმრა და ომის ვეტერანს ფაშიზმზე გამარჯვების დღე პირადად მიულოცა. მეორე მსოფლიო ომის მონაწილემ სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის მერიისგან სადღესასწაულო ნობათი და საჩუქრები მიიღო, გარდა ამისა, მას მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვა ვეტერანების მსგავსად, ფულადი დახმარებაც გადაეცა, როგორც ახალციხის მერიის, ისე საქართველოს მთავრობისაგან. ვართან გუკასიანმა 73 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა და მადლობა გადაუხადა სტუმრებს ყურადღებისათვის. მან გამარჯვების მემორიალთან გამართულ ღონისძიებაზე დასწრება ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ შეძლო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0