კახა სამხარაძე გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი კახა სამხარაძე, მხარის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებს შეხვდა. გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა მერაბ გაფრინდაშვილმა, შეხვედრის მონაწილეებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 2017 წლის სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და 2018 წლის წინასწარი პროგნოზები გააცნო. დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონში არსებულ ბუნებრივ რისკებსა და საფრთხეებზე, ამასთან მათი ეფექტური მართვის მიზნით სამხრეო ადმინისტრაციასთან და მხარის მუნიციპალიტეტებთან სამომავლოდ, აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

Visited 211 times, 1 visit(s) today