კახა სამხარაძე ხვალიდან რეგიონის მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს იწყებს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი შიდა ქართლის მხარეში, კახა სამხარაძე ხვალიდან რეგიონის მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს იწყებს. გუბერნატორის თქმით, მნიშვნელოვანია ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე ეცნობოდნენ მოსახლეობისა თუ რეგიონის საჭიროებებს, რათა ეფექტურად და სწრაფად მოხდეს საკითხების გადაწყვეტა. შეხვედრები დიალოგის ფორმატში წარიმართება და რეგიონის ყველა ქალაქსა და სოფლებში ვიზიტს გულისხმობს.

Visited 151 times, 1 visit(s) today