კახეთის გუბერნატორმა ,,კახეთი-იონის ” კლინიკა დაათვალიერა

31/10/2016

კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა გურჯაანში ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრი ,,კახეთი-იონის ” კლინიკა დაათვალიერა და ა.ა.ი.პ,,კახეთი-იონი”-ს გამგეობის თავმჯდომარეს ეტიკ ჟანტის, ა.ა.ი.პ,,კახეთი-იონი”-ს გენერალურ დირქტორს ნარგიზ ზიბზიბაძეს და კლინიკის ხელმძღვანელებს შეხვდა. როგორც შეხვედრიდან გახდა ცნობილი მალე ფრანგულ-ქართული კლინიკა ახალ პროგრამას დაიწყებს. კლინიკის ხელმძღვანელების ინფორმაციით, სამედიცინო ცენტრი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩაერთვება. „ მალე ,,კახეთი-იონი“- ს კლინიკა კახეთის მოსახლეობას მნიშვნელოვან სიახლეს შესთავაზებს. კლინიკა ჩაერთვება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში, რომლის ფარგლებში მოსახლეობას შეეძლება ჩაიტაროს შესაბამისი გამოკვლევები და გაიაროს მკურნალობის კურსი, სრულიად უფასოდ“ – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0