კახეთის რეგიონსა და ლა რიოხას ავტონომიურ ოლქს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ განზრახულებათა წერილის ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, კახეთის რეგიონსა და ლა რიოხას ავტონომიურ ოლქს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ განზრახულებათა წერილის ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. კახეთის რეგიონსა და ლა რიოხას ავტონომიურ ოლქს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ განზრახულებათა წერილს ხელი მოაწერეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა – ირაკლი ქადაგიშვილმა და ლა რიოხას ოლქის მრჩეველმა ეკონომიკური განვითარებისა და ინოვაციების საკითხებში – ლეონორ გონსალეს მენორკამ. განზრახულებათა წერილის საფუძველზე, შეიქმნება ორივე მხარის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომლის ამოცანაც იქნება საერთო ქმედებების სფეროების იდენტიფიცირება, გამოცდილების გაზიარება, თანამშრომლობის შესაძლებლობების განსაზღვრა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელება შემდეგი მიმართულებებით:
მეღვინეობა და სოფლის მეურნეობის სხვა დარგები;
ეკონომიკა, ბიზნესი და ტურიზმი;
განათლება, კულტურა, სპორტი;
ტრეინინგები და სემინარები სოციალურ საკითხებზე.

Visited 130 times, 1 visit(s) today