კახეთის რეგიონში დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

26/12/2018

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა – მალხაზ ჭრელაშვილმა, კახეთის რეგიონში დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ: მხარის სახელმწიფო რწმუნებული – ირაკლი ქადაგიშვილი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები, კახეთის რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები.
პრეზენტაციის დროს, დამსწრე საზოგადოებას სრულყოფილად მიეწოდა ინფორმაცია დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია DMO – ს არსის, ფუნქციების, სამოქმედო გეგმისა და მისი განხორციელებით მიღწეული შედეგისა და სიკეთეების შესახებ.
დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია – DMO ეს არის საჯარო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი, რეგიონში არსებული მართვის ორგანო, რომელმაც უნდა აწარმოოს უკვე არსებული ტურისტული ობიექტებისა და მარშრუტების მარკეტინგი, რებრენდინგი და პრომოუშენი. ამასთან ერთად, უზრუნველყოს ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა და წარმოჩენა.
პრეზენტაციის დროს ხაზგასმით აღინიშნა, რომ დონორი ორგანიზაციების დაინტერესება ინვესტიციების განხორციელების კუთხით, გაცილებით მაღალია იმ რეგიონში, სადაც ფუნქციონირებს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია – DMO.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0