კახეთის რეგიონში რთველი აქტიურ ფაზაშია. დღეის მდგომარეობით, ყურძენი საწარმოებს უკვე 4 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.
14 სექტემბრის მონაცემებით, ჯამში, კახეთის რეგიონში 37 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული. შემოდგომის სეზონზე კახეთს, როგორც საქართველოდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავი ტურისტი სტუმრობს. ტურისტები აქტიურად ერთვებიან ყურძნის კრეფის, დაწურვისა და რთველის საზეიმოდ აღნიშვნის პროცესში. ბევრი მათგანი, ღვინის ტურიზმს შესანიშნავად უთავსებს, სათავგადასავლო, მთაში ლაშქრობისა და შემეცნებითი ხასიათის ტურებს.
Visited 131 times, 1 visit(s) today