კახეთის რეგიონში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კახეთის რეგიონში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში კახეთის რეგიონის მასშტაბით პრიორიტეტული საპროექტო წინადადებების შერჩევის მიზნით 286 დასახლებაში გაიმართა შეხვედრა. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის მერ, ლევან ანდრიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა ბურდიაშვილთან ერთად, სოფელ ლეჩურში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე მოსახლეობის მიერ პრიორიტეტულ საპროექტო წინადადებად სასაფლაოსთან მისასვლელი გზის კეთილმოწყობა დასახელდა. კახეთის რეგიონის მასშტაბით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების დაფინანსების მიზნით, ჯამში 4 234 000 ლარია გამოყოფილი.

Visited 27 times, 1 visit(s) today