კახეთის რეგიონში ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები ადგილობრივ მოსახლოებასთან გრძელდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კახეთის რეგიონში ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები ადგილობრივ მოსახლოებასთან აქტიურ რეჟიმში გრძელდება. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები პანკისის ხეობის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობის საჭიროებების შესახებ ინფორმაციის გაგება უშუალოდ ადგილობრივი მოსახლეობისგან და 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მათი გათვალისწინება.

“პანკისის ხეობის მოსახლეობასთან ჩვენ ხშირი კომუნიკაცია, ხშირი შეხვედრები გვაქვს და დღესაც, 2020 წლის ბიუჯეტში მოსახლეობის საჭიროებების ასახვის მიზნით ვხვდებით ადგილობრივ მოსახლეობას”, -აღნიშნა მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა – ირაკლი ქადაგიშვილმა.

ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ხეობაში არსებულ ძირითად გამოწვევად დასახელდა წყალმომარაგებისა და გზის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხები.

Visited 88 times, 1 visit(s) today