კახეთის რეგიონში 102,4 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული

03/10/2017

3 ოქტომბრის 09.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 102,4 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული. მევენახეების შემოსავლებმა რთველის დაწყებიდან დღემდე 116,4 მლნ ლარს გადააჭარბა.
მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, ყურძნის გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა 700 ტონა შეადგინა.
მთლიანი გადამუშავებული მოსავლიდან 45,4 ათასი ტონა რქაწითელი, 47,5 ათასი ტონა საფერავი, 3 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელში გადამუშავებულია – 31,9 ათასი ტონა, გურჯაანში – 27,8 ათასი ტონა, თელავში – 20,3 ათასი ტონა, სიღნაღში – 8,8 ათასი ტონა, ლაგოდეხში – 3,1 ათასი ტონა, დედოფლისწყაროში – 2,4 ათასი ტონა, ახმეტაში – 3,2 ათასი ტონა და საგარეჯოში – 5 ათასი ტონა.
რთველთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე – 1501 და ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე

Tweet about this on TwitterShare on Facebook0