კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

21/03/2020

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფის მორიგი, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას უძვებოდნენ: მხარის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის სამმართველოს ხელმძღვანელი, ნელი ხიზანიშვილი. დღეის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში, თვითიზოლაციაში იმყოფება – 339 მოქალაქე, აქედან საგარეჯო -43, ლაგოდეხი -37, ყვარელი -14, გურჯაანი – 56, სიღნაღი -25, თელავი -88, დედოფლისწყარო -36, ახმეტა -40. თვითიზოლაცია დაასრულა 22- მა მოქალაქემ. საკარანტინო ზონაში რჩება – 155 მოქალაქე. შეხვედრაზე, რომელსაც შინაგან საქმეთა, ფინანსთა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების რეგიონული სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, დეტალურად განიხილეს კორონავირუსის პრევენციის მიზნით, რეგიონში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ – კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და სამსახურების ხელმძღვანელები. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დაიცვათ სოციალური დისტანცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0