კახეთში კოღოს საწინააღმდეგო ღონისძიებები დაიწყო

09/06/2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს 11 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის,გურჯაანის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, ფართობებს თერმული ნისლის ტექნოლოგიით ამუშავებს. სულ 10 ათასი ჰექტარის დამუშავებაა დაგეგმილი. ღონისძიებები უსაფრთხოების წესების დაცვით, საღამოს საათებში მიმდინარეობს და ადგილობრივი თვითმმართველობები მოსახლეობას წინასწარ აფრთხილებენ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ აფენში ღონისძიებების მიმდინარეობას კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის უფროსთან, კობა ჩიკვაიძესთან და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერთან, ჯონდო მდივნიშვილთან ერთად გაეცნო. აღინიშნა რომ ტრანსმისიური დაავადებების გადამტან მწერებთან ბრძოლის ღონისძიებები რეგიონის 5 მუნიციპალიტეტში, სადაც, ზაფხულის პერიოდში დიდი რაოდენობით აღინიშნება, უმნიშვნელოვანესია. შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ღონისძიებები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0