კახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

21/10/2020

კახეთში, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებელზე აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოწყობას. ამ ეტაპზე ეწყობა პოლიეთილენის სხვადასხვა დიამეტრის მილები საერთო სიგრძით 10 850 მეტრი. ჩატარებული სამუშაოები ახმეტის მუნიციპალიტეტში დამატებით 500 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის რეგულარულად მორწყვას უზრუნველყოფს. პროექტის ღირებულებაა 1 935 879 მლნ ლარი. საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი დავით წითლიძე ახმეტის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0