კახეთში სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში, მხარის გუბერნატორის – ირაკლი ქადაგიშვილის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციასთან არსებული სათათბირო ორგანოს – სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს ახმეტის, გურჯაანის, ლაგოდეხის, საგარეჯოსა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2018 წელს დამატებით განსახორციელებელი პროექტები და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომას გუბერნატორის მოადგილეები, კახეთის რეგიონში შემავალი მუნციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები, მერები და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Visited 191 times, 1 visit(s) today