კახეთში, ტრადიციული ფესტივალი – „ჭაჭა 2023“ იმართება

04/11/2023

კახეთში, მთავრობის ადმინისტრაციის ხელშეწყობით ყოველწლიური, ტრადიციული ფესტივალი – „ჭაჭა 2023“ იმართება. ფესტივალი ყოველი წლის ნოემბრის პირველ შაბათს რეგიონის რვავე მუნციპალიტეტის მონაწილეობით იმართება თელავში. „ჭაჭა“ ერთადერთი რეგიონული, ყოველწლიური ფესტივალია, რომელშიც ფერმერები, გლეხები, მცირე მარნებისა და ჭაჭის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტიდან. ფესტივალი მუსიკალურ – თეატრალიზებული მსვლელობით გაიხსნა. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, „საქპატენტი“-ს მიერ გაიმართა საქართველოს დაცული რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნების პრეზენტაცია. ერეკლე II-ის მოედანზე, კახეთის მუნიციპალიტეტების მიერ მოწყობილია შემდგომისთვის დამახასიათებელი თემატური პავილიონები, მიმდინარეობს ადგილობრივი მეწარეების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა – გაყიდვა, სადაც ძირითად პროდუქტს ჭაჭა წარმოადგენს.
16:00 საათზე, გაიმართება გამარჯვებულების დაჯილდოება 2023 წელს საუკეთესო ჭაჭის წარმოებისთვის. (ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით; შესაბამისი მოწმობებით ფერმერებითვის, გლეხებისთვის და კომპანიებისთვის).
გამოვლინდება 2023 წლის ფესტივალზე ყველაზე კრეატიული მუნციპალიტეტი, რომელსაც ფესტივალის ორგანოზატორის მხრიდან გადაეცემა ფულადი ჯილდო, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის.
ფესტივალი ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ მიერ წარმოდგენილი სპექტაკლით „გაყრა“ და „შეყრა“ დასრულდება.
ფესტივალის ორგანიზატორები:
საქართველოს კულტურის პალატა;
ტურიზმის განვითარების ასოციაცია;
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.
ფესტივალის მხარდამჭერები:
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია;
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“;
საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0