კენკროვანი კულტურის დანერგვა საქართველოში

05/04/2017

მცხეთის მუნიციპალიტეტის შენობაში სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში კენკროვანი კულტურის დანერგვის მნიშვნელობა, წარმოების და ექსპორტირების პოტენციალი.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი თორნიკე ლათათია აუდიტორიას სააგენტოს მიერ შემუშავებული თანადაფინანსების პროგრამის შესახებ ესაუბრა, რომლის ფარგლებშიც ხარჯები ბენეფიციარსა და დამფინანსებელ პროგრამას შორის 60/40 %-ზე ნაწილდება. ფინანსირების პროგრამით სარგებლობა შეეძლება ნებისმიერ ფერმერს, რომლის მიწის ფართობი 0.1-დან 1 ჰექტრამდე იქნება.
სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსის თენგიზ კალანდაძის განცხადებით, კენკროვანი კულტურის წარმოება-რეალიზაციისთვის მეტად ხელსაყრელი გარემო-პირობები არსებობს. განსაკუთრებული აქცენტი ევროპული ბაზრის ათვისების შესაძლებლობაზე გაკეთდა, სადაც კენკროვან კულტურაზე მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება.
შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის, ასევე ფერმერთა და მეწარმეთა საზოგადოების წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0