კვირიკეში სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კვირიკეში პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ახალი სასწავლო წლიდან განახლებულ სკოლაში 100-ზე მეტი მოსწავლე შეძლებს ზოგადი განათლების მიღებას. საგანმანათლებლო დაწესებულების ორ სართულიანი შენობა შშმ პირებისათვის ადაპტირებული იქნება. სკოლაში სარემონტო სამუშაოების განსახორციელებლად აჭარის განათლების სამინისტრო 490 817 ლარს დახარჯავს. დღეს სამუშაოების მიმდინარეობას ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე ადგილზე გაეცნო.
ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პროექტის მიხედვით შეიცვალა შენობის სახურავი და კარ-ფანჯრები, ასევე კაპიტალურად გარემონტდება საკლასო ოთახები და სპორტდარბაზი. შიდასარემონტო სამუშაოების პარალელურად შენობის ფასადისა და ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს, სადაც მინი სასპორტო მოედანი მოეწყობა. სამუშაოებზე 25 ადამიანია დასაქმებული.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ სკოლის შენობა ახალი ინვენტარით აღიჭურვება.

Visited 180 times, 1 visit(s) today