კვლავ გართულებულია გადაადგილება საქართველო-თურქეთის საზღვარზე

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ამ ეტაპზე, თურქეთის რესპუბლიკის საპასპორტო სისტემის გათიშვის ფაქტიდან გამომდინარე კვლავ გართულებულია გადაადგილება საქართველო-თურქეთის საზღვარზე, თუმცა შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებისა და მათი თურქი კოლეგების ერთობლივი ძალისხმევით, უკვე მოხერხდა თურქეთიდან საქართველში დაახლოებით 500-მდე ჩვენი მოქალაქის, ასევე 80-მდე სატვირთო მანქანის შემოყვანა. სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, თურქეთის ტერიტორიაზე კვლავაც რჩებიან საქართველოს მოქალაქეები. საპასპორტო შემოწმების გავლისთანავე, თითოეული მათგანი დაბრუნდება საქართველოში. თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით გადაადგილება ჯერჯერობით შეზღუდულია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური არ ადასტურებს რამდენიმე საათის წინ თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველო-თურქეთის საზღვარზე, თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღკვეთილი ტერაქტის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია არ დასტურდება არც თურქული მხარის მიერ.
გაცნობებთ, რომ შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე ფუნქციონირებს სპეციალური სერვისი – „live კამერები“ http://rs.ge/6183, რომლის საშუალებით, ნებისმიერ მსურველს, 24 საათის განმავლობაში, პირდაპირი ეთერის რეჟიმში შეუძლია თვალყური ადევნოს საბაჟო გამშვებ პუნქტებში, მათ შორის სგპ სარფში არსებულ ვითარებას.

Visited 306 times, 1 visit(s) today