კიკვიძის პარკში კამპანია „ჯანსაღი ცხოვრების დღე“ გაიმართა

06/11/2017

კიკვიძის პარკში კამპანია „ჯანსაღი ცხოვრების დღე“ გაიმართა. ამ დღეს პარკმა საჯარო სკოლების 300-ზე მეტ მოსწავლეს უმასპინძლა.
კამპანიის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებისთვის ფიტნეს აქტივობები, სხვადასხვა ტიპის სპორტული შეჯიბრებები და სახალისო თამაშები გაიმართა, რომლის ფარგლებშიც გამარჯვებულებმა სიმბოლური პრიზებიც მიიღეს. პარალელურად მიმდინარეობდა თამბაქოსა და ნარკოტიკების მოხმარების საწინააღმდეგო კამპანია. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს თამბაქოსა და ნარკოტიკების მავნებლობაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და მასთან დაკავშირებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
კამპანიის მხარდამჭერები და მონაწილეები იყვნენ დაავადებათა კონტროლის ცენტრი, თამბაქოს კონტროლის ალიანსი, ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი, ცენტრი „თანადგომა“, ჰერა XXI, სპორტკომპლექსი „ნეპტუნი“ და კომპანია „სნო“.
ღონისძიება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია სკოლებში“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციის „ჰელფინგ ჰენდი“ ორგანიზებით გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0