კირე ოლაფ იოჰანსენმა ნოდარ ხადურს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„აჭარისწყალი ჯორჯიას“ მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელმა, კირე ოლაფ იოჰანსენმა საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ფინანსურ სექტორში დიდი ინვესტიცია მნიშვნელოვანია, თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი მასპინძელი ქვეყნის მთავრობის მხარდაჭერაა, განსაკუთრებით კი ინვესტორთათვის ხელსაყრელი ფისკალური და საგადასახადო სისტემის შექმნა. ამასთან დაკავშირებით, გვინდა, აღვნიშნოთ ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის პირადი ძალისხმევა და მადლობა გადავუხადოთ მას პროდუქტიული თანამშრომლობის საძირკვლის შექმნისთვის – ყოველთვის გვქონდა შესაძლებლობა, გვემსჯელა იმ საკითხებზე, რომელთაც პროექტის განხორციელების დროს ვხვდებოდით“, – განაცხადა კირე ოლაფ იოჰანსენმა.

Visited 217 times, 1 visit(s) today