კლდეში ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს

15/09/2017

სოფელ კლდეში ე. წ „ზეუბნის“ საავტომობილო გზაზე ბეტონის დაგება მიმდინარეობს. ასევე მიმდინარეობს გზის საყრდენი კედლისა და მილხიდის რეაბილიტაციაც. სამუშაობზე 15 ადამიანია დასაქმებული. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 199 491 ლარით ფინანსდება. აღსანიშნავია, რომ ბეტონის საფარი აქ პირველად იგება, წლების განმავლობაში სოფლის მაცხოვრებლებს ამორტიზებული გრუნტის გზით უწევდათ სარგებლობა. რეაბილიტაციის შემდეგ კი, გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0