კლიმატის მწვანე ფონდის მე-2 სამუშაო შეხვედრა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ნინო ჩოლოყაშვილმა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მე-2 სამუშაო შეხვედრში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ მიმართა, სადაც ფონდიდან ფინანსური რესურსების მობილიზების საკითხებზე იმსჯელეს. მზაობის დახმარების პროექტი უზრუნველყოფს საქართველოში ეროვნული უფლებამოსილი ორგანოს შესაძლებლობათა გაძლიერებას და ეროვნული პროგრამის დოკუმენტის მომზადებას. პროექტი საქართველოსთვის ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს, რათა გაძლიერდეს ეროვნული უფლებამოსილი ორგანო. პროექტი მწვანე კლიმატის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, ხოლო შემსრულებელი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაა (GIZ). შეხვედრაში მონაწილეობა ხელისუფლების, კერძო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და კლიმატის ცვლილების ექსპერტებმა მიიღეს.

Visited 117 times, 1 visit(s) today