კოალიციის დაშლაზე საუბარი ადრეა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თუ ერთ მშვენიერ დღეს კოალიცია არ იქნება, ამაში ტრაგედია არ არის, – ასე პასუხობს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე კოალიცია “ქართული ოცნების” შესაძლო დაშლის თაობაზე დასმულ კითხვას.
ამასთან კალაძე აღნიშნავს, რომ კოალიციის დაშლაზე საუბარი ადრეა და ამ თემის განხილვა არ ყოფილა არც გუნდში და არც პოლიტსაბჭოს ფორმატში.
ენერგეტიკის მინისტრი იმასაც განმარტავს, რომ პირადად ის მიესალმება, თუკი კოალიციაში შემავალი სუბიექტები 2016 წლის არჩევნებში ისევ ერთად წარდგებიან.

“კოალიციის დაშლაზე საუბარი ადრეა, თუმცა ეს ტრაგედია არ არის. კოალიციაში გაწევრიანებულია სხვადასხვა მსოფლმხედველობის მქონე პარტიები და თუ ერთ მშვენიერ დღეს კოალიცია არ იქნება, ამაში ტრაგედია არ არის. პირიქით, ვფიქრობ, რომ ეს დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანიც იქნება”, – განაცხადა კახი კალაძემ.

Visited 108 times, 1 visit(s) today