კოალიციის დაშლით ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ საინტერესო ”ტრიუკი” ჩაატარა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საზოგადოების დიდ ნაწილს “ქართულ ოცნებაში” ”რესპუბლიკელების” ხილვა არ უნდოდა და კოალიცია სწორედ ამიტომ დაიშალა. ბურჯანაძის აზრით, “რესპუბლიკელების” მოშორებით, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოების თვალში სერიოზული ქულები ჩაიწერა.

“საზოგადოების დიდ ნაწილს “ქართულ ოცნებაში” ”რესპუბლიკელების” ხილვა არ უნდოდა და კოალიციის დაშლით, ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ საინტერესო ”ტრიუკი” ჩაატარა, როცა სხვა პარტიების, განსაკუთრებით კი, ”რესპუბლიკელების” მოშორებით, საზოგადოების თვალში სერიოზული ქულები ჩაიწერა. საზოგადოებამ ანალიზი უნდა გააკეთოს და თუ ვინმეს “რესპუბლიკური პარტია” არ მოსწონდა, მათი არყოფნის გამო, “ქართულ ოცნება” უფრო მეტად არ უნდა მოეწონოს. 4 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობას რომ “რესპუბლიკელები” მართავდნენ, ამაზე ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნებაა” პასუხისმგებელი”, – წერია ბურჯანაძის განცხადებაში, რომელსაც ”დემოკრატიული მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს.

ნინო ბურჯანაძე ასევე აღნიშნავს, რომ “დემოკრატიულ მოძრაობას”, ნათლად ჩამოყალიბებული პროგრამა აქვს, რომელიც არარეალურ დაპირებებს არ ეფუძნება.

“ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, მოსახლეობას ყველა სოფლისთვის 5 მილიონის მიცემას, ყველას გადასახდელის გადახდას და აყვავებას არ ვპირდებით, მაგრამ ვპირდებით ეკონომიკის გაუმჯობესებას და ბიუჯეტის ოპტიმიზაციას ისე, რომ ბიუჯეტის სიკეთით უკიდურესად გაჭირვებულმა ადამიანებმა ისარგებლონ და არა ბიუროკრატიის წარმომადგენლებმა”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

Visited 283 times, 1 visit(s) today